Thursday, July 10, 2014

პროექტის ბოლო დღე

          პროექტის ბოლო დღე, ისევე როგორც მთელი სამეცადინო კურსი, ძალიან საინტე-
რესოდ წარიმართა.  შევაჯამეთ განვლილი საკითხები. ჩვენს საყვარელ ტრენერს, _ რუ-
სუდანს  წარვუდგინეთ  ჩვენს მიერ მომზადებული საშინაო დავალება: პროექტის  პრე-
ზენაცია, რომელიც მოიცავდა პროექტის გეგმას,  21-ე საუკუნის უნარების განვითარება-
ზე  ორიენტირებულ მისაღწევ შედეგებს, საკვაძო კითხვებს, შეფასების სქემებს, მოსწავ-
ლეთა ნიმუშებს და ასე შემდეგ. შემდეგ კი შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოგვეთავსე-
ბინა ჩვენი ელექტრონული პორტფოლიო ინტერნეტსივრცეში.
         მას შემდეგ, რაც პორტფოლიო განვათავსეთ ,,დრაივზე'', შემდეგ მოვახდინეთ აღ-
ნიშნული ინფორმაციის ჩვენს ბლოგზე გაზიარება.
         უღრმესი მადლობა რუსუდანს მოთმინებისთვის და უზარმაზარი ცოდნის გაზია-
რებისთვის!  იგი ნამდვილი პროფესიონალია!

No comments:

Post a Comment